ეროვნულ ბიბლიოთეკაში კინობიბლიოთეკა გაიხსნა
 15/01/2020

15 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში კინობიბლიოთეკა გაიხსნა. 

დარბაზში განთავსებულია ყველაფერი კინოს შესახებ. აქ ინახება როგორც ქართული, ისე უცხოური ლიტერატურა, აფიშები, ბუკლეტები, ფლაერები და სხვა. 

დასაწყისისთვის აქ მოსულ მკითხველს არც ისე ბევრი, მაგრამ ძალიან საინტერესო ინგლისურენოვანი გამოცემები და მყუდრო სამუშაო სივრცე დახვდება. მომავალში კიდევ უფრო გამდიდრდება გამოცემების ნუსხა. მანამდე კი, თუ სურვილი გექნებათ, ის რაც გემეტებათ - კინოპოსტერი, ბუკლეტი, ფლაერი და ა.შ. მოგვაწოდეთ და დაურთეთ თქვენი სახელი. თქვენს მიერ მოწოდებული მასალები დარბაზში განთავსდება.