საფრანგეთში დაცული "დავითნის" ციფრული ვერსია ეროვნული ბიბლიოთეკისთვის
 07/02/2020

 29 იანვარს, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი პარიზში, მაზარინის სახელობის ბიბლიოთეკას ეწვივნენ. მაზარინის სახელობის ბიბლიოთეკის დირექტორის, იან სორდერის ხელშეწყობით, ეროვნულ ბიბლიოთეკას 1709 წელს დაბეჭდილი" დავითნის"(ვახტანგ მეექვსის სტამბა)  ციფრული ვერსია გადაეცემა.

ეს გამოცემა საქართველოში მხოლოდ დეფექტური ცალი ინახება და საფრანგეთის ბიბლიოთეკაში ვიზიტის თემაც ეს გახლდათ. 

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი. ახლო მომავალში,მაზარინის ბიბლიოთეკასთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაც იგეგმება.