EBSCO-ს წარმომადგენლობის ვიზიტი
 18/10/2018

18 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საერთაშორისო საინფორმაციო სერვისების კომპანიის, EBSCO-ს წარმომადგენელი, დუგლას ჰაინცი ეწვია.

ბატონი დუგლასი ეროვნული ბიბლიოთეკის განყოფილებების მუშაობას გაეცნო და თანამშრომლობის შესაძლებლობები გაგვაცნო. შედეგად, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის, ათასობით ახალი სამეცნიერო გამოცემა ხელმისაწვდომი გახდება.