წიგნის - ეგნატე გაბლიანი - ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა - წარდგენა
 21/02/2019

21 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება წიგნის -  ეგნატე გაბლიანი - ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა -  წარდგენა.

გამოცემა ეროვნული ბიბლიოთეკის გამოცემათა სერიის - „ქართული ეთნოგრაფიული მემკვიდრეობა" - ფარგლებში გამოიცა. მასში შესულია ეროვნული მოღვაწის, ეთნოგრაფის, არქეოგრაფის, მუზეუმთმცოდნისა და პუბლიცისტ ეგნატე გაბლიანის მეცნიერული მემკვიდრეობა, რომელთა შორისაა სამი მონოგრაფია და პრესაში დაბეჭდილი პუბლიცისტური წერილები. წიგნს ახლავს ეგნატე გაბლიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი პუბლიკაციები და ეთნოგრაფისადმი მიძღვნილი კონფერენციების მოკლე ანგარიში.