ეკვილიბრიუმმა ახალქალაქის სოფლების სკოლებში ბიბლიოთეკები მოაწყო
 09/02/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი ახალქალაქის სოფლებს ეწვია და ბურნაშეთისა და ბარალეთის სკოლებში ბიბლიოთეკები მოაწყო.

„დიდი საგანმანათლებლო მოძრაობა გრძელდება - ისევ ახალქალქის მიმართულება, რომელმაც ნამდვილ ჯავახურ ამინდზე დაგვიწვია - მინუს 20 გრადუსი, თოვლით და ქარით შეკმაზული. სულ 12 სოფელი მოვიარეთ, ამჯერად კი სამ სკოლაში, ბურნაშეთის და ბარალეთის (ქართული და სომხური) სოფლის სკოლებში მოვაწყვეთ მცირე ბიბლიოთეკები" - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.