პროექტ „ინკუნაბულას“ ფარგლებში ეკვილიბრიუმმა გორის სოფლების ბიბლიოთეკები განაახლა
 02/02/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმმა საქართველოს პარლამენტის სტაჟიორებთან ერთად ერთობლივი პროექტი „ინკუნაბულა" განახორციელა. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს შავშვებსა და არბოს ახალი წიგნები, კომპიუტერები და პრინტერები გადასცეს.  

„დიდი ამბები გრძელდება: გორის მუნიციპალიტეტი - სოფლები - შავშვები და არბო. ასობით ახალი წიგნი, კომპიუტერები და პრინტერები. და ეს ყველაფერი ჩვენი ახალი პარტნიორების დახმარებით - პარლამენტის სტაჟიორებმა შეიმუშავეს სოციალური პროექტი „ინკუნაბულა" - სწორედ მათი დახმარებით და მათთან ერთად ვესტუმრეთ ამ შესანიშნავ ბავშვებს"- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.