ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინის ომის გმირის, ამინე ოკუევასადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნება
 12/12/2019

12 დეკემბერს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ფოტოგამოფენა Amina: Life. გამოფენა ეძღვნება კიევში, მაიდანზე მოწყობილი ღირსების რევოლუციისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ მიმართული უკრაინის განმანთავისუფლებელი ომის გმირის ამინე ოკუევას ხსოვნას.

ამინე ოკუევა 2017 წლის 30 ოქტომბერს რუსმა დაქირავებულმა ბოევიკებმა მოკლეს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამინეს 34 ფოტო - ზუსტად იმდენი, რამდენი წელიც იცოცხლა ამ ქვეყანაზე. აქედან 17 ფოტო არის შავ-თეთრი, აღმოსავლეთ უკრაინის ომის ცხელი წერტილებიდან. ხოლო 17 ფერადი ფოტო კი ეძღვნება ამ უმშვენიერეს და უშიშარ ქალს, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებას შესწირა.

გამოფენა Amina: Life 2018 წელს წარმოდგენილი იყო უკრაინის პარლამენტში, 2019 წელს კი ის გამოიფინა პოლონეთის სეიმის შენობაში.