1 მარტიდან ეროვნული ბიბლიოთეკა რეგულაციების დაცვით გაიხსნება
 25/02/2021

1 მარტიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა სამკითხველო დარბაზებში მკითხველებს ყოველდღე, 10:00-დან 18:30 საათამდე მოემსახურება.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება შემდეგი შეზღუდვებით: საგამოფენო დარბაზში ვიზიტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 50 ადამიანს; საკონფერენციო დარბაზში ვიზიტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 20 ადამიანს.

აუცილებელია, ბიბლიოთეკაში შემომსვლელმა პირებმა ატარონ პირბადე და დაიცვან ხელების ჰიგიენა.