ფსიქოლოგიის ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში განთავსდება
 31/10/2019

31 ოქტომბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და  საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებას შორის გაფორმდა მემორანდუმი. შეთანხმებისამებრ, ფსიქოლოგთა საზოგადოება ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემს ფსიქოლოგიის ქართულ ენციკლოპედიურ ლექსიკონს. ლექსიკონის ელექტრონული ვერსია განთავსდება ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურს „ბიბლიოვიკში".

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რესურსი ჩვენს სუპერ-პოპულარულ ბიბლიოვიკს.  გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოებასთან და ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაში ფსიქოლოგიის ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონი განთავსდება",- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.