ნიუ-იორკში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა
 23/01/2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით ნიუ-იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში, ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა, სადაც ასობით ქართული გამოცემა, ფილმი და აუდიოჩანაწერი ინახება.

„პროცესი სამი წლის წინ, ჩვენი ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის ინიციატივით დაიწყო და 22 იანვარს სიმბოლურად დასრულდა. ამერიკაში ვიზიტით ჩემს თანამშრომლებთან, ლევან თაქთაქიშვილთან და მაია სიმონიშვილთან ერთად ვიმყოფები. წინ კიდევ რამდენიმე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს დაგეგმილი. მადლობა მხარდაჭერისთვის ,,ამერიკის ხმას'', საქართველოს საკონსულოს ნიუ-იორკში, გამომცემლობა პალიტრა L-ს."- აცხადებს გიორგი კეკელიძე.