ლიტერატურულ კონკურს-ფესტივალ „მაჩაბელის" პრემია ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი" ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს კონსტანტინე გამსახურდიას გადაეცა. მან ჯილდო მიიღო კრებულისთვის „გერმანულენოვანი პოეზია XIX-XXI სს." (თბილისი, 2025 წელი).
„წინამდებარე კრებული მოიცავს XIX და XXI საუკუნეების გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი ავტორების პოეტური შემოქმედების ნიმუშებს, რომლებიც წარმოდგენილია პარალელური ტექსტების სახით - თარგმანი და ორიგინალი. მათი ერთი ნაწილი, შესრულებული ჩემს თარგმანში, უკვე გამოცემულია, თუმცა ამჯერად ისინი გამოდის შესწორებული ან გადამუშავებული ფორმით. პირველ გამოცემაში წარმოდგენილი ავტორების თარგმანებს აქ ემატება სხვა პოეტების ქმნილებათა თარგმანები. კრებულში შესულია ავტორები გოეთედან პეტერ ჰანდკემდე, შეძლებისდაგვარად ხსენებულ ეპოქათა სხვადასხვა ლიტერატურული სტილის წარმომადგენლები. მადლობა ყველას! ვულოცავ სხვა გამარჯვებულებსაც!" - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.