მადლობის წერილი რუმინეთიდან
 17/10/2019

საქართველოს ელჩმა რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორს გიორგი კეკელიძეს მადლობის წერილი გამოუგზავნა იმთანადგომისთვის,რომელიც ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რუმინეთის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ვახტანგ VI-ის სტამბის გამოცემების გამოფენასთან დაკავშირებით გამოიჩინა.

ღონისძიება რუმინეთ-საქართველოს ურთიერთობების 300 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა მიიღეს რუმინეთისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სამთავრობო უწყებების, სამეცნიერო, კულტურული და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა.

წერილში ელჩი გამოფენის მაღალ დონეზე მოწყობისთვის მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს მირიან ხოსიტაშვილსა და საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორს ლევან თაქთაქიშვილს.