„წიგნიერი 2019“ იწყება
 10/04/2019

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი"  წელს მეხუთედ ჩატარდება. კონკურსი  ელექტრონული წიგნების სახლ "საბას" და თიბისის  მხარდაჭერით ერთდროულად გაიმართება თბილისში, ქუთაისში, ამბროლაურში, ბათუმსა და თელავში. 

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა,  X და  XI კლასის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. მათ სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით კონკურსის დღეს ესეს დაწერა დაევალებათ.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ის მოსწავლეები, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, რომ დაწერონ ესე კონკურსის დღეს გამოცხადებული თემის მიხედვით. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის წერის დღეს გახდება ცნობილი. წლევანდელი "წიგნიერის" თემაა ნარკომანია, როგორც მძიმე სენი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. 

„წიგნიერის" სამ გამარჯვებულს თიბისი, ელექტრონული წიგნების სახლი „საბა" და სხვადასხვა გამომცემლობები დაასაჩუქრებენ. „საბა" მათ ტექსტებს ელექტრონული წიგნის სახით გამოაქვეყნებს saba.com.ge-ზე.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 032 2971618 ან მიწეროთ "წიგნიერის" facebook გვერდს.

კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 10 აპრილს ერთდროულად ხუთ ქალაქში:

ა) თბილისი - საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკა (ლადო გუდიაშვილის 7)

ბ) ქუთაისი - ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ლილი ნუცუბიძის 1)

გ) ამბროლაური - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (მერაბ კოსტავას 32)

დ) ბათუმი - აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა (ვაჟა-ფშაველას 21)

ე) თელავი - მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა (ერეკლე მეორის მოედანი 1)


კონკურსანტი რეგისტრაციის გავლის დროს თავად ირჩევს კონკურსში მონაწილეობის ადგილს.

გამარჯვებულები გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საზეიმო ღონისძიებაზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში 2019 წლის 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს.

მონაწილეთა რეგისტრაცია 4 აპრილამდე გაგრძელდება.

კონკურსი ჩატარდება 10 აპრილს.