ჭადრაკის ფედერაციასთან მემორანდუმი გაფორმდა
 12/02/2020

12 თებერვალს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

„შევთანხმდით, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დიდი საჭადრაკო ტურნირები ჩატარდება, გავაციფრებთ ჩვენთან დაცულ საჭადრაკო გამოცემებს და კიდევ ბევრ საინტერესო საქმეს გპირდებით" - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.