ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი გამოცემა
 24/01/2020

ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კიდევ ერთი საინტერესო წიგნი გამოსცა. „მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში" მოიცავს ალექსი ოჩიაურის მიერ გასული საუკუნის 30-50-იან წლებში შეკრებილი ეთნოგრაფიული მასალების კრებულს მოსისხლეობისა და ჭრა-ჭრილობის შესახებ ხევსურეთში. ავტორი ზედმიწევნით ზუსტად აღწერს იმ პერიოდში ჯერ კიდევ ცოცხალ ტრადიციებს.

წიგნი განკუთვნილია როგორც მეცნიერებისთვის, ისე ამ თემით დაინტერესებული მკითხველისთვის.