„პეტრე შარია - რჩეული ნაწერები“ - ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთი ახალი გამოცემა
 23/09/2019

ეროვნული ბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ კიდევ ერთ საინტერესო გამოცემას - „პეტრე შარია - რჩეული ნაწერები".

წიგნში შესულია ცნობილი ფილოსოფოსისა და ლიტერატურათმცოდნის, პეტრე შარიას ფილოსოფიური და რუსთველოლოგიური ნაშრომები, რომელთა ერთი ნაწილი გამოქვეყნებული იყო მანამდეც, ნაწილი კი პირველად ამ კრებულში ქვეყნდება.

წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისთვის და პეტრე შარიას მოღვაწეობითა და მისი ნაშრომებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის.