ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში წიგნების ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია ამუშავდა
 18/10/2019

დღეიდან ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ონლაინ დაჯავშნონ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში დაცული მასალა სასურველი დროით და მოსვლისას ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მოიკითხონ.  ბიბლიოთეკის თანამშრომლები მათ მოძიებულ მასალას  სამკითხველო დარბაზში სარგებლობისთვის გადასცემენ.

ამ ეტაპზე დისტანციური დაჯავშნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდში დაცულ ერთეულებზე, შემდეგი შენახვის შიფრის ლიტერებით:

  • F- ქართული წიგნები
  • FA - ქართული ავტორეფერატები
  • T - რუსული და უცხოური წიგნები
  • TA - რუსული და უცხოური ავტორეფერატები
  • D - დისერტაციები

ყურადღება! სხვა შენახვის შიფრის ერთეულები ამ ეტაპზე  არ ექვემდებარება დისტანციურ დაჯავშნას.

იხილეთ ელექტრონულ კატალოგში საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაჯავშნის ვიდეოგზამკვლევი: