ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის მემორიალური ალბომის პრეზენტაცია
 25/11/2019

25 ნოემბერს 17:00 საათზე IDFI საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად მართავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოჩენილი მოღვაწის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მემორიალური ალბომის პრეზენტაციას.

ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ:  
გიორგი კეკელიძე - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი;
გიორგი კლდიაშვილი - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი;
გივი მიქანაძე - საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;
ანტონ ვაჭარაძე და ალბომის შემდგენელი სხვა ისტორიკოსები, მკვლევრები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები;
კარლო ჩხეიძე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენდა რუსეთის იმპერაიში და დიდი როლი ითამაშა თებერვლის რევოლუციის შემდგომ განვითარებულ მოვლენებში. იმპერიის დაშლის შემდეგ კი ის გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი.