შინდისში დათა პაპას ბიბლიოთეკა გაიხსნა
 24/06/2021

23 ივნისს ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შინდისს ეწვია და დათა პაპას ბიბლიოთეკა გახსნა.  

„შინდისში, 2008 წლის გმირული ბრძოლის სოფელში, დათა პაპას ბიბლიოთეკა გავხსენით. დათა პაპას სახელობის ბიბლიოთეკების მხარდამჭერი კომპანია ,,სოლუტივოა". სოფელში უკვე აქვთ ახალი წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა", - წერს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მოძრაობა ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.

დათა პაპას ბიბლიოთეკები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვა სოფლებშიც გაიხსნება. 

მოძრაობის მხარდამჭერია #გალფი