ღონისძიებათა კვირეული „გაიცანი ხევსურეთი“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 23/01/2020

23 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ღონისძიებათა კვირეული „გაიცანი ხევსურეთი" გაიხსნება.   

15:00 სთ-ზე გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ხევსურული ნაქარგები და ფოტოგრაფიული ნამუშევრები, მონაწილეობას მიიღებენ: ბაბუა ალუდაური, სანათა გიგაური.

16:00სთ-ზე ქარგვის მასტერკლასს ჩაატარებს სანათა გიგაური.

17:00 სთ-ზე გაიმართება პოეზიისა და ფოლკლორის საღამო. მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი არაბული, ტარიელ ხარხელაური, მამუკა ოჩიაური,  გელა დაიაური, დები ზვიადაურები, გიორგი გოგოჭური.

24 იანვარს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექცია „ხევსურეთი ქართულ ლიტერატურაში" გაიმართება. ლექციას გაუძღვება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ამირან არაბული.

საჯარო ლექციის შემდეგ ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი „ჯვარიონი".

25 იანვარს 15:00 საათზე ალექსი ოჩიაურის წიგნის „მოსისხლეობა და ჭრა-ჭრილობა ხევსურეთში" პრეზენტაცია გაიმართება. მონაწილეობას მიიღებენ: ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე, როლანდ თოფჩიშვილი, მირიან ხოსიტაშვილი.

26 იანვარს 15:00 საათზე დოკუმენტური ფილმის „ხევსურები" ჩვენება და განხილვა ჩატარდება. ფილმზე გვესაუბრებიან რეჟისორები: ვაჟა ზუბაშვილი და კახა მელითაური. ასევე გაიმართება კითხვა-პასუხი დარბაზთან.

27 იანვარს 17:00 საათზე საჯარო ლექცია „ქართული საბრძოლო ხელოვნება" გაიმართება. ლექციას გაუძღვება ხრიდონიოლი ნუკრი მჭედლიშვილი.