ეროვნული ბიბლიოთეკა კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობს
 21/03/2020

ძვირფასო მკითხველებო, ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღსაკვეთად, ჯანდაცვის ორგანიზაციების მკაცრი რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში  გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკა საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. 

ბიბლიოთეკა დროებით წყვეტს მკითხველთა ადგილზე მომსახურებას და  დაგეგმილ ყველა ღონისძიებას. ადმინისტრაცია  კი აგრძელებს მუშაობას.

გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენი საიტის სიახლეებს და დამატებით ინფორმაციას.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დისტანციური მომსახურება

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო სამკითხველო დარბაზებში ჯერჯერობით ვერ გმასპინძლობთ.   საბიბლიოთეკო მომსახურებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ონლაინსერვისებით და მოგვწეროთ შემდეგ მისამართებზე:

1.       ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდის (www.nplg.gov.ge) ონლაინკონსულტაცია,

2.       ან ამავე ვებგვერდის შეეკითხე ბიბლიოთეკარს სერვისი,

3.       ან ელექტრონულ მისამართებზე library@nplg.gov.ge  ან  askanplg@gmail.com,

4.       ან ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/NATIONALPARLIAMENTARYLIBRARYOFGEORGIA/.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსები, რომლებზეც სახლიდან გაუსვლელად გაქვთ წვდომა:

ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს უამრავი ონლაინ მასალა ყველა ასაკისათვის.

აღმოაჩინეთ ჩვენი ციფრული რესურსების ფართო სპექტრი, რომელთან წვდომა საშუალებას გაძლევთ, არამარტო წაიკითხოთ წიგნებიჟურნალებიგაზეთებინოტები, არამედ მოუსმინოთ აუდიომასალებს, დაათვალიეროთ ფოტოებიპლაკატებიეტიკეტები და სამარკო ნიშნები, გაეცნოთ ხელნაწერებს და საარქივო ფონდის სხვა იშვიათ დოკუმენტებს.

შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ ლექსიკონებს და ბიოგრაფიულ ცნობარებს.

შეგიძლიათ ეწვიოთ  საქართველოს და მსოფლიოს ელექტრონულ ბიბლიოთეკებს.

ესტუმრეთ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ვირტუალური გამოფენას.

დამატებითი კითხვებისთვის  დაგვიკავშირდით ეროვნული ბიბლიოთეკის ფეისბუკის გვერდზე.

 

აქტუალური და განახლებადი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ

  • StopCov.ge - კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია;
  • NCDC - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანებები და რეკომენდაციები ახალი კორონა ვირუსის (COVID - 19) შესახებ;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო მასალა COVID-19 -ის შესახებ
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი -112;
  • CoronavirusUpdate - მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკან ონლაინ რეჟიმში;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
  • Finding the evidence: Coronavirus - ეს გვერდი  ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE ) ცოდნისა და საბიბლიოთეკო სერვისების ჯგუფმა (KLS) ახალი კორონავირუსის დაავადებაზე მომუშავეებისთვის შექმნა, რათა  მათ ყოველდღიურ პრაქტიკაში  საფუძვლიანი გადაწყვეტილებების  მიღების დანერგვაში დაეხმაროს. გვერდზე მითითებულია ღია დაშვების რესურსები, რომლებიც  სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის, კატასტროფის შესახებ ინფორმაციის მართვის კვლევის ცენტრის, ერასმუს MC, კემბრიჯის უნივერსიტეტის, ბედფორდის ვეტერანთა საქმეების სამედიცინო ცენტრის, Evidence Aid, Icahn Medical School at Sinai Mount მიერ შეიქმნა.
  •