ეროვნული ბიბლიოთეკა, მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეზღუდვებს აწესებს
 27/11/2020

ძვირფასო მკითხველებო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღსაკვეთად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, როგორც საქართველოს ყველა სხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაცია, ეროვნული ბიბლიოთეკა მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. 

ბიბლიოთეკა დროებით წყვეტს მკითხველთა ადგილზე მომსახურებას. შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ციფრული ბიბლიოთეკით და დისტანციური სერვისებით.

 

ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსები, რომლებზეც სახლიდან გაუსვლელად გაქვთ წვდომა:

აღმოაჩინეთ ჩვენი ციფრული რესურსების ფართო სპექტრი, რომელთან წვდომა საშუალებას გაძლევთ, არამარტო წაიკითხოთ წიგნებიჟურნალებიგაზეთებინოტები, არამედ მოუსმინოთ აუდიომასალებს, დაათვალიეროთ ფოტოებიპლაკატები,  ეტიკეტები და სამარკო ნიშნები, გაეცნოთ ხელნაწერებს და საარქივო ფონდის სხვა იშვიათ დოკუმენტებს.

შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ ლექსიკონებს და ბიოგრაფიულ ცნობარებს.

შეგიძლიათ ეწვიოთ  საქართველოს და მსოფლიოს ელექტრონულ ბიბლიოთეკებს.

ესტუმრეთ ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმის ვირტუალური გამოფენას.

 

დამატებითი კითხვებისთვის  დაგვიკავშირდით შემდეგი არხებით:

1.       ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდის (www.nplg.gov.ge) ონლაინკონსულტაცია,

3.       ელექტრონულ მისამართზე library@nplg.gov.ge

4.       ან ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე https://www.facebook.com/NATIONALPARLIAMENTARYLIBRARYOFGEORGIA/

 

ეროვნული ბიბლიოთეკის დისტანციური მომსახურება:

საერთაშორისო სტანდარტული ISBN წიგნის, ISMN მუსიკალური გამოცემების, ISSN სერიული გამოცემების საერთაშორისო სტანდარტული ნომრების აღების მსურველებს და აღებული ნომრის შემდეგ გამოცემული ეგზემპლარების ბიბლიოთეკაში მოტანის მსურველებს გთხოვთ, დაუკავშირდეთ ამ განყოფილების ხელმძღვანელს ნინო სიმონიშვილს შემდეგ მისამართზე ninosim@hotmail.com

გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენი საიტის სიახლეებს და დამატებით ინფორმაციას.

ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.


 აქტუალური და განახლებადი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის შესახებ

  • StopCov.ge - კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენცია;
  • NCDC - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბრძანებები და რეკომენდაციები ახალი კორონა ვირუსის (COVID - 19) შესახებ;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო მასალა COVID-19 -ის შესახებ
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი -112;
  • CoronavirusUpdate - მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკან ონლაინ რეჟიმში;
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
  • Finding the evidence: Coronavirus - ეს გვერდი  ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის (PHE ) ცოდნისა და საბიბლიოთეკო სერვისების ჯგუფმა (KLS) ახალი კორონავირუსის დაავადებაზე მომუშავეებისთვის შექმნა, რათა  მათ ყოველდღიურ პრაქტიკაში  საფუძვლიანი გადაწყვეტილებების  მიღების დანერგვაში დაეხმაროს. გვერდზე მითითებულია ღია დაშვების რესურსები, რომლებიც  სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის, კატასტროფის შესახებ ინფორმაციის მართვის კვლევის ცენტრის, ერასმუს MC, კემბრიჯის უნივერსიტეტის, ბედფორდის ვეტერანთა საქმეების სამედიცინო ცენტრის, Evidence Aid, Icahn Medical School at Sinai Mount მიერ შეიქმნა.