„ეკვილიბრიუმი“ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს ესტუმრა
 24/09/2019

24 სექტემბერს „ეკვილიბრიუმი" გორში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ესტუმრა.

"სოფელ არცევში ჩავედით. ამ სკოლის შენობაში სოფელ ქვეშის სკოლაცაა შეკედლებული. თვეების წინ ახლა უკვე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტმა ნათია კურტანიძემ დაგვპატიჟა და ახლა კოლეგებისა თუ მოსწავლეების საკონკურსო გამოკითხვას დავამთხვიეთ მისი სურვილის ასრულება. პატარებს დღეიდან პატარა, მაგრამ თანამედროვე ბიბლიოთეკა აქვთ", - ამბობს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე.