„თეთრი ჯოხის“ კამპანია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 30/10/2019

30 ოქტომბერს 18:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში (გუდიაშვილის 5, ბიბლიოთეკის მეორე კორპუსი) პოეტ და მთარგმნელ სტანისლავ ციბულსკის პოეზიის საღამოს გაიმართება.

ღონისძების შემდეგ სტანისლავ ციბულსკი „თეთრი ჯოხის" შესახებ ისაუბრებს. საღამოს მუსიკალურად დავით შუღლიაშვილი გააფორმებს.

15 ოქტომბერს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია „თეთრი ჯოხის" საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადამიანები ცდილობენ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ „თეთრი ჯოხის" მნიშვნელობის შესახებ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა უერთდება მსოფლიო კამპანიას.

დასწრება თავისუფალია