აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლობის ვიზიტი ბიბლიოთეკაში
 21/03/2019

ეროვნულ ბიბლიოთეკას ენ ჯონსონი, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჩართულობის რეგიონალური სპეციალისტი და ნანა შუღლაძე, აშშ საელჩოს საინფორმაციო რესურსების ხელმძღვანელი ეწვივნენ.

ქალბატონი ენი ეროვნული ბიბლიოთეკის მუშაობას, ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზისა და წიგნის მუზეუმის კოლექციებს გაეცნო. მას საჩუქრად ბიბლიოთეკის ისტორიის ამსახველი ახალი, ილუსტრირებული და ორენოვანი გამოცემა გადაეცა.