ამერიკელი ბიბლიოთეკარების ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში
 22/08/2019

დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვივნენ: კოლორადოს შტატის საჯარო ბიბლიოთეკის, Pikes Peak Library District, გენერალური დირექტორი ჯონ სპირსი, ამავე ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, ქართველი ემიგრანტი შორენა შაინიძე-კრებსი და ამერიკის საელჩოს საინფორმაციო რესურსების სპეციალისტი, ამერიკული კუთხეების კოორდინატორი საქართველოში, ქეთევან ასათაშვილი. 

ბატონმა ჯონ სპირსმა ქართველი სპეციალისტებისთვის ამერიკის საელჩოში ლექციაც წაიკითხა თემაზე "საბიბლიოთეკო პროგრამები ინტელექტუალური თავისუფლება და მკითხველთა უფლებები". იგი ინტელექტუალური თავისუფლების საკითხების ექსპერტიც გახლავთ. სტუმრებს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა, ემზარ ჯგერენაიამ, მაია სიმონიშვილმა და თამარ დემეტრაშვილმა უმასპინძლეს.

ამერიკელი სტუმრები ეროვნული ბიბლიოთეკის საქმიანობას გაეცვნენ და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს, საუბარი შეეხო მომავალში თანამშრომლობის განვითარებასაც.