ეკვილიბრიუმის კიდევ ერთი ბიბლიოთეკა - ამჯერად შატილში
 12/09/2019

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების მხარდაჭერას, აღდგენას, წიგნებით მომარაგებას და ამით წიგნიერების პოპულარიზაციას.


12 სექტემბერს მოძრაობის წარმომადგენლებმა შატილში მდებარე საოჯახო სასტუმრო სულფონში ბიბლიოთეკა მოაწყვეს, სადაც წიგნების წაკითხვის შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივებსაც და ტურისტებსაც.

"გუშინდელი ღამის ქარ-წვიმიანი გზის შემდეგ, დილით ამ ზღაპარში გავიღვიძეთ, ბრწყინვალე მასპინძლებით და კარგი საქმით: საოჯახო სასტუმრო სულფონში ადგილობრივებისთვის და შატილის ნებისმიერი სტუმრისთვის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ. ხევსურეთი და ეკვილიბრიუმი დამეგობრდნენ. მალე სხვა სოფლებშიც ჩავალთ", - თქვა კეკელიძემ.

მოძრაობის მხარდამჭერია კომპანია გალფი.