ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ილიაუნს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
 09/08/2019

9 აგვისტოს ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ილიას უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მას ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და ილიას უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

დოკუმენტი საბიბლიოთეკო ფონდების კვლევასა და ერთობლივი დიგიტალური პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

ეროვნული ბიბლიოთეკა და ილიას უნივერსიტეტი მომავალში არაერთი ერთობლივი პროექტის განხორციელებას გეგმავენ.