გიორგი კეკელიძე 9 ქართველთან ერთად სპეციალური მიწვევით ბრიუსელში იმყოფება
 30/11/2018

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სპეციალური მიწვევით, საქართველოდან შერჩეულ ათ პერსონასთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება.

29-30 ნოემბერს ევროკავშირისა და NATO-ს მთავარ ოფისებში გაიმართა დისკუსიები აქტუალურ თემებზე, საქართველოს ამ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. შეხვედრებში NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და სხვა მნიშვნელოვანი პირები მონაწილეობდნენ.