საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს ღირსების ორდენი გადაეცა
 07/12/2018

საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტს რუსუდან ასათიანს სოფლის ბიბლიოთეკების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა. ეროვნული ბიბლიოთეკა ულოცავს მას ამ წარმატებას.  

სოფლის ბიბლიოთეკების განვითარება, მოდერნიზება, ინტერნეტითა და უახლესი ტექნიკით აღჭურა, ასევე ბიბლიოთეკარების გადამზადება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. პროექტი პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდებოდა და მასში 70-ზე მეტი სოფლის ბიბლიოთეკა იყო ჩართული.