ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ბიბლიოთეკა მოეწყო
 26/02/2019

26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრნენ.

ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ვაზიანის ბაზაზე სამხედროებისთვის ბიბლიოთეკა მოეწყო. გიორგი კეკელიძემ და მირიან ხოსიტაშვილმა ოკუპაციის დღეებზე სპეციალური ლექციები წაიკითხეს.