ამერიკული გამომცემლობის, Nova Science Publisher, საჩუქარი ჩვენს მკითხველებს
 20/10/2023

     ძვირფასო მკითხველებო, 

ამერიკული გამომცემლობა, Nova Science Publishers ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებს მნიშვნელოვან საჩუქარს გთავაზობთ. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან შეთანხმებით, გამომცემლობის ვებგვერდზე თქვენს მიერ შერჩეულ წიგნს უფასოდ, პდფ-ის ფორმატში და საავტორო უფლებების დაცვით მოგაწვდით. 

 Nova Science Publisher 1985 წელს, ნიუ იორკში, ცნობილმა გამომცემელმა, ფრანკ კოლუმბუსმა დააარსა, რომელიც მანამდე  კემბრიჯის გამომცემლობის ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. დღეს ეს გამომცემლობა წელიწადში 1800-მდე ახალ წიგნს,  უახლეს და საუკეთესო სამეცნიერო ლიტერატურას აქვეყნებს, მათ შორის, მედიცინის დარგშიც. აღსანიშნავია, რომ ნაშრომები საერთაშორისო მონაცემთა ბაზებშიც გაერთიანებულია. 
დაინტერესებულმა მკითხველებმა დამატებითი შეკითხვებით მოგვმართეთ მარჯორი და ოლივერ უოდროპების სახელობის  ანგლო-ამერიკული სამკითხველო დარბაზის გვერდზე, ან მოგვწერეთ: maiasimonishvils@gmail.com 

ახლო მომავალში, Nova Science Publisher და ეროვნული ბიბლიოთეკა კიდევ ერთ ერთობლივ სიახლეს შემოგთავაზებთ, კერძოდ, გამომცემლობის უახლესი კოლექციები ბეჭდური სახითაც ხელმისაწვდომი იქნება.

მადლობა ყურადღებისთვის!