აქციას „აჩუქე წიგნი“ ფრანგული ინსტიტუტი უერთდება
 20/04/2021

საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი უერთდება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ინიციატივას „აჩუქე წიგნი" და 22 აპრილს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკაში მოსულ ყველა მკითხველს თითო წიგნს აჩუქებს.  

23 აპრილს წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე აღინიშნება და წიგნის ჩუქების აქციაც სწორედ ამ თარიღს უკავშირდება.