გამოიცა დიმიტრი ყოფიანის თხზულებათა ათტომეულის მეხუთე ტომი
 07/10/2020

გამოვიდა ეროვნული ბიბლიოთეკის კიდევ ერთი გამოცემის, „დიმიტრი ყოფიანი - თხზულებანი ათ ტომად", მეხუთე ტომი, რომელშიც შესულია დიმიტრი ყიფიანის ავტობიოგრაფიული ნაწერები, დღიურები და მემუარები. გამოცემა შეადგინა, რუსული ტექსტები თარგმნა, შენიშვნები, კომენტარები და საძიებლები დაურთო თამაზ ჯოლოგუამ. 

„დიმიტრი ყოფიანის ნაწერები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი აქამდე არ გამოქვეყნებულა, მრავალმხრივ საინტერესო მასალაა XIX საუკუნის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლისათვის და, ვფიქრობთ, დააინტერესებს როგორც სპეციალისტებს, ისე XIX საუკუნის საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს", - ვკითხულობთ გამოცემის წინათქმაში.