გარდაიცვალა ალექსანდრე ელერდაშვილი
 23/05/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მთარგმნელის, პოეტისა და ლიტერატურათმცოდნე ალექსანდრე ელერდაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებს.

ალექსანდრე ელერდაშვილი წლების მანძილზე იყო მთარგმნელთა კლუბის ხელმძღვანელი. თარგმნილი აქვს არაერთი პოეტური კრებული, სადაც შესულია რუდაქის, ფირდოუსის, ხაიამის, რუმის, პეტრარკას, შექსპირის და სხვა პოეტთა ლექსები. გამოცემული აქვს უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი სამ ტომად, სპარსულ-ქართული ლექსიკონი, სპარსული ქრესტომათია, პოეტური თარგმანის ანთოლოგია.

ალექსანდრე ელერდაშვილი იყო მწერალთა კავშირის წევრი, ივანე მაჩაბლის სახელობის პრემიის ლაურეატი.