ეკვილიბრიუმი დაბრუნდა - ახალქალაქის სამ სოფელში ქართული ბიბლიოთეკები მოეწყო
 06/06/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი პანდემიის შემდეგ უბრუნდება თავის საქმიანობას. ამჯერად ახალქალაქის სამ სოფელში მოეწყო მცირე ქართული ბიბლიოთეკები.

„და აი, ეკვილიბრიუმი დაბრუნდა!
ამჯერად ახალქალაქის სამი სოფელი - მარტუნი, ორჯა და ხანდო - მოვიარეთ. სამივეგან, უახლესი წიგნებით, მცირე ქართული ბიბლიოთეკები მოვაწყვეთ. მომავალი კვირიდან უკვე დაავადების კონტროლის ცენტრიც შემოგვიერთდება და შესაბამის სამედიცინო საინფორმაციო ცენტრებსაც მოვაწყობთ" - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ეკვილიბრიუმის დამფუძნებელი გიორგი კეკელიძე.