ეკვილიბრიუმმა საშაბუროს სკოლაში ბიბლიოთეკა მოაწყო
 03/02/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი დუშეთში, სოფელ საშაბუროს ეწვია და ამ სოფლის სკოლას ახალი ბიბლიოთეკა მოუწყო.

„სოფლებში დიდი ეკვილიბრიუმობა გრძელდება! დუშეთში, სოფელ საშაბუროს სკოლის ბიბლიოთეკა, პატარა ახალი ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. ჩვენ და სტუდენტური საინიციატივო ჯგუფის პროექტი "მეტი ევროპა მთაში" დავმეგობრდით და მათი ინიციატივით საშაბუროელ შესანიშნავ მოსწავლეებს ლექცია ჩავუტარე" - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.