ეროვნულ ბიბლიოთეკას ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია გადაეცა
 13/09/2021

ილია ჭავჭავაძის ფონდმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საზოგადოების განვითარებისთვის გაწეული ღვაწლისთვის ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემია გადასცა.

„ახალი სტილით 12 სექტემბერს, ილიას მკვლელობის დღეს მის საფლავზე შევიკრიბეთ, სადაც ეროვნულ ბიბლიოთეკას ეს მნიშვნელოვანი ჯილდო გადაეცა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით „ილია ჭავჭავაძის ეროვნული პრემიის" იდეის ავტორს გიორგი სავანელს, საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ეროვნულ იმპერატივს". ეს ჯილდო ეკუთვნის ჩვენს ყველა თანამშრომელს, რომელიც ყოველდღიურად შრომობს ბიბლიოთეკის განვითარებისთვის",- განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ მირიან ხოსიტაშვილმა.