ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ულტრათანამედროვე საცავი აქვს
 26/12/2020

ეროვნულ ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი, ულტრათანამედროვე, ორსართულიანი წიგნსაცავი აქვს, რომელიც ნახევარ მილიონამდე გამოცემას ყველა თანამედროვე სტანდარტის დაცვით შეინახავს.  

საცავების განახლების პროცესი ეროვნულ ბიბლიოთეკაში გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში არაერთი საცავი გარემონტდა და ახალი საცავები შეიქმნა იმისთვის, რომ ეროვნული ბიბლიოგრაფია საუკეთესო პირობებში იყოს დაცული.

„ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი, ულტრათანემდროვე, ორსართულიანი წიგნსაცავი გვაქვს, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიონ გამოცემას დაიტევს", - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.