ეროვნულ ბიბლიოთეკაში აფხაზეთის ბიბლიოთეკა შეიქმნება
 09/07/2020

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ.   

მემორანდუმის თანახმად, ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიქმნება აფხაზეთის ბიბლიოთეკა და ელექტრონული პლატფორმა ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან.