ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაეროს მდგრადი განვითარების კუთხე გაიხსნა
 20/10/2021

20 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში მდებარე ანგლო-ამერიკულ ცენტრში გაეროს მდგრადი განვითარების კუთხე გაიხსნა. ღონისძიებას  გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში საბინე მახლისი დაესწრო.  

გაეროს მდგრადი განვითარების კუთხე მოიცავს ბიბლიოთეკას, ელექტრონულ სამკითხველოსა და სადისკუსიო სივრცეს. კუთხეს ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კურატორი მაია სიმონიშვილი უხელმძღვანელებს.