ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინული ბიბლიოთეკა გაიხსნა
 28/01/2022

28 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინული ბიბლიოთეკა გახსნეს.  

უკრაინული ბიბლიოთეკა უკრაინის საელჩოს, უკრაინული ინსტიტუტისა და ორგანიზაცია „სვიტანოკის" მხარდაჭერით გაიხსნა.