ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას იწყებს
 01/06/2020

ვბრუნდებით. დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები (განყოფილებების უფროსები, დეპარტამენტების დირექტორები და მათი მოადგილეები) დღევანდელობისთვის აუცილებელი ყველა წესის მკაცრი დაცვით გენერალური დირექტორის მოადგილესთან, მირიან ხოსიტაშვილთან შეიკრიბნენ.

გადაწყდა: ეროვნული ბიბლიოთეკა მუშაობას იწყებს 8 ივნისს. აღდგება ყველა ის საქმიანობა, რომელიც არ უკავშირდება ადგილზე მკითხველის მომსახურებას. მალე სამკითხველო დარბაზებიც გაიხსნება, თუმცა იქამდე ჩვენ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას ეროვნული ბიბლიოთეკის დისტანციური მომსახურების გამოცდისთვის და მისი განვითარებისთვის.

ვიმუშავებთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით. ეროვნული ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომლისთვის უკვე შეძენილია მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები და დამცავი ფარები. ერთი სიტყვით, ვერგებით ახალ გარემოს. გისურვებთ ჯანმრთელობას!