ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა
 13/05/2021

13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მუშაობა განაახლა. ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზები მკითხველებს დადგენილი რეგულაციების დაცვით მოემსახურება. საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად, საგამოფენო და სხვა დარბაზებში ღონისძიებების გამართვა შეჩერებულია. ღონისძიებები მთავრობის მიერ შეზღუდვების მოხსნის შემთხვევაში განახლდება.