ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პენიტენციურ დაწესებულებას საჩუქრად 300 წიგნი გადასცა
 15/09/2020

14 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს საჩუქრად 300 წიგნი გადასცა.

წიგნების N2 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულთა ბიბლიოთეკას და N8 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულების ბიბლიოთეკას გადაეცემა.

აქცია ეროვნულ ბიბლიოთეკასა და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის 7 აგვისტოს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა.

თანამშრომლობის მიზანია მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და პენიტენციურ დაწესებულებებში საბიბლიოთეკო მომსახურების გაუმჯობესება, უკვე არსებული ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდის შევსება და განახლება.