ვ. ჰუმბოლდტის სახელობის გერმანულენოვანი ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი გაცნობებთ!
 03/07/2020

ძვირფასო მკითხველებო, გაცნობებთ, რომ ვ. ჰუმბოლდტის სახელობის  გერმანულენოვანი ლიტერატურის სამკითხველო დარბაზი 6 ივლისიდან განსხვავებული გრაფიკით მოგემსახურებათ.

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო ეროვნული ბიბლიოთეკის შენობებში მკითხველთა შესვლა დაშვებული არ არის. შესაბამისად, გერმანული სამკითხველო დარბაზი იმუშავებს განსხვავებული გრაფიკით - კვირაში 3 (სამი) დღე - ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი - 10:00-დან 15:00 საათამდე.

შესაძლებლობა გექნებათ, გაიტანოთ ან დააბრუნოთ საბიბლიოთეკო დოკუმენტები.

საბიბლიოთეკო დოკუმენტების დაბრუნებისა და გატანისთვის გთხოვთ, მობრძანდეთ ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსთან,  ტელეფონის ნომერზე (032) 297 16 23 დაუკავშირდეთ დარბაზის თანამშრომელს, რომელიც გამოვა, ჩაიბარებს დაბრუნებულ დოკუმენტს და გადმოგცემთ თქვენ მიერ შეკვეთილ ახალ დოკუმენტს.

გთხოვთ, თქვენთვის საჭირო გასატანი დოკუმენტები წინასწარ მოიძიოთ გერმანული სამკითხველო დარბაზის  ელექტრონულ კატალოგში, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე: /ec/ka/ger/

 

შერჩეული დოკუმენტების მონაცემები გამოგზავნეთ სამკითხველო დარბაზის ელექტრონულ ფოსტაზე: Lesesaal@nplg.gov.ge     ან     lesesaal2002@gmail.com
ან ფეისბუკგვერდზე: Deutscher Lesesaal Tbilissi -  https://www.facebook.com/humboldtbibliothek