კონკურს „წიგნიერის“ 2021 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
 23/04/2021

ეროვნული ბიბლიოთეკის ესეების კონკურს „წიგნიერის" გამარჯვებულები გამოვლინდნენ.  კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულები არიან:

1️⃣ელენე ყოლბაია

2️⃣ანა დაგარგულია

3️⃣თათია ჯანაშია

სამივე გამარჯვებული ერთი სკოლის და ერთი კლასის მოსწავლეა. ასეთი რამ „წიგნიერის" ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. ეს სკოლა გახლავთ ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა, ხოლო მათი მასწავლებელია ქალბატონი მზია დარასელია. განსაკუთრებით ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს, თუმცა, „წიგნიერი" ნამდვილად ის კონკურსია, რომელშიც ყველა მონაწილე გამარჯვებულია.

„წიგნიერის" გუნდი და ეროვნული ბიბლიოთეკა მადლობას უხდის ჩენს ყველა პარტნიორსა და მეგობარს, რომლებიც გამარჯვებულებს საჩუქრებს გადასცემენ. ესენია:

საბა • SABA

TBC - თიბისი

სულაკაურის გამომცემლობა • Sulakauri Publishing

Institut Français de Géorgie

წიგნიერის ყველა ეტაპზე მხარდაჭერისთვის და დღევანდელი მოულოდნელი საჩუქრებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით

Nino Arazashvili

-ს,

პირველამდე ნინო არაზაშვილთან ერთად

და

TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი

შევხვდებით მომავალ წელს!