ლაგოდეხში სკვერის ბიბლიოთეკა, სოფელ განჯალაში კი ქართული ბიბლიოთეკა მოეწყო
 13/07/2020

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმი აგრძელებს სოფლის ბიბლიოთეკების განახლებასა და სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობას სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. 13 ივლისს კიდევ ერთი სკვერის ბიბლიოთეკა მოეწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ცენტრში.

ეკვილიბრიუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ქართული ბიბლიოთეკების მოწყობა და ქართული წიგნების ჩატანა არაქართულენოვანი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებში. ამჯერად ქართული წიგნები კაბალის თემის სოფელ განჯალას გადაეცა საჩუქრად.

"დღეს კახური ტური გვქონდა: ლაგოდეხის ცენტრში ულამაზესი სკვერის ბიბლიოთეკა მოვაწყვეთ და შემდეგ კაბალის თემის სოფელ განჯალაში, სადაც ჩვენი აზერბაიჯანულენოვანი მოქალაქეები ცხოვრობენ, ქართული წიგნები ჩავიტანეთ", - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.