ლიტერატურული ესეების კონკურსი „წიგნიერი 2021“
 27/01/2021

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი 2021" წელსაც ონლაინრეჟიმში ჩატარდება.

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ IX, X და XI კლასის მოსწავლეებს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი" წელს მეშვიდედ ჩატარდება. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ "საბასა" და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით იმართება.

მონაწილეებს კონკურსის დღეს ჟიურის მიერ შერჩეული სამი ცნობილი ნაწარმოების მიხედვით ესეს დაწერა დაევალებათ. ესენია:

 

  • სომერსეტ მოემის „მთვარე და ექვსპენიანი"
  • ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი"
  • გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა"

 

კონკურსის მონაწილეებმა ეს ნაწარმოებები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის უშუალოდ წერის დღეს გახდება ცნობილი.

„წიგნიერის" სამ გამარჯვებულს „თიბისი ბანკი", ელექტრონული წიგნების სახლი „საბა", საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და სხვადასხვა გამომცემლობები დააჯილდოებენ.

კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა 2021 წლის 1 აპრილამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ბლანკი. კონკურსი აპრილის დასაწყისში ჩატარდება.

თემის სათაური გამოცხადდება „წიგნიერის" ფეისბუკგვერდზე პირდაპირ ეთერში. კონკურსანტებმა თემის სათაურის გამოცხადებიდან 5 საათში უნდა გამოგზავნონ ესე ელექტრონულ მისამართზე tsignieri2021@gmail.com

კონკურსის დაწყების თარიღს, დროსა და სხვა დეტალებს გამოვაქვეყნებთ „წიგნიერის" ფეისბუკგვერდზე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიწეროთ ამავე გვერდს. ინფორმაცია ასევე მოგეწოდებათ ელექტრონულ მისამართზე, რომელსაც სარეგისტრაციო ბლანკში მიუთითებთ. 

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს.