ლუდმილა სკირდას საქართველოსადმი მიძღვნილი პოეზიის კრებულის პრეზენტაცია
 26/02/2020

26 თებერვალს 18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში  გაიმართება მსოფლიოში ცნობილი უკრაინელი ქალი პოეტის ლუდმილა სკირდას საქართველოსადმი მიძღვნილი პოეზიის კრებულის „საქართველოს ხმები" პრეზენტაცია. 

წიგნის თარგმანი ქართულ ენაზე შეასრულა ცნობილმა პოეტმა, მთარგმნელმა და წარმოშობით ქართველმა ლიტერატურათმცოდნემ, უკრაინის დამსახურებულმა მოღვაწემ, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა და დიპლომატმა რაულ ჩილაჩავამ.